ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მეცნიერებმა 18 ათასი წლის ლეკვის მუმია იპოვეს და ვერ დაადგინეს, ძაღლია თუ მგელი

იაკუტიაში აღმოაჩინეს ლეკვის მუმია, რომელიც, მეცნიერების დასკვნით, 18 ათას წელს ითვლის. “დეენემის” ექსპერტიზამ ვერ დადგინა აღმოჩენილი ცხოველი ძაღლია თუ მგელი. ამის შესახებ ინფორმაციას The Siberian Times ავრცელებს.

მუმია მდინარე ინდიგირკასთან ახლოს აღმოაჩინეს. გამომდინარე იქ არსებული კლიმატური პირობებისა, კარგად არის შენახული ლეკვის სხეულის ნაწილები, რაც მასზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

“დეენემის პირველი ანალიზით, ძალიან გაგვიჭირდა იმის დადგენა, აღმოჩენილი ლეკვი მგლისაა თუ ძაღლის.” – განაცხადა მკვლევარმა სერგეი ფედოროვმა.

მეცნიერების აზრით, ეს არის პირველი ცხოველი, რომელიც ადამიანმა მოიშინაურა. როგორც ფედოროვი ამბობს, არ არის გამორიცხული აღმოჩენილი ლეკვი იყოს გარდამავალი ცხოველი ძაღლიდან მგლისკენ. მეცნიერებმა ლეკვს დოგორი დაარქვეს, რაც იქაურ ენაზე მეგობარს ნიშნავს.

იტვირთბა....