“გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა არ უნდა ველოდოთ რამე გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენის თაობაზე ახალ წლამდე. თუმცა ვიფიქრებთ, როდის, როგორ, რა ფორმით განახლდება პირდაპირი რეისები. ამაზე შეთანხმება მიღწეულია. ვიფიქრებთ ამ თემაზე და ყურადღებით დავაკვირდებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, თბილისის ქუჩებში, ქართულ საზოგადოებაში არსებულ, შექმნილ იმ ატმოსფეროს, რომელიც რუსეთს უკავშირდება, რადგანაც ეს მოვლენები ერთმანეთიდან გამომდინარეობს”
გრიგორი კარასინი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
შეგახსენებთ, პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს შეხვდა. რუსმა დიპლომატმა აღნიშნული განცხადება სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.