ბიძინა ივანიშვილი საქაქრთველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ ამ შეხვედრის დროს სააკაშვილს ურჩია ეღიარებინა შეცდომები.
„სააკაშვილს ვარწმუნებდი, პირველად რომ ავედი მის რეზიდენციაში. ძალიან მოკლე შეხვედრა გვქონდა. მოკუნტული იჯდა, ჩაის ვერ სვამდა, გავუნელე ჩაი, აწიე თავი-მეთქი მიშას ვეუბნები. რამდენი კარგი რჩევა მომიცია შენთვის, ახლა მოგცემ საუკეთესო რჩევას-თქო…გასწორდა წელში, შენ რომ გამოხვიდე და ხალხს მოუხადო ბოდიში, რაღაც გამომივიდა, რაღაც არ გამომივიდა, გულწრფელად განვიცდი ამას, მოვიდა ახალი გუნდი მე მათ ხელს აღარ შევუშლი, გარწმუნებ-მეთქი, მიშას ვუთხარი, პოლიტიკურ იმუნიტეტს შეგინარუჩენებ მეთქი, მაგრამ ამის გაგების უნარი არ ჰქონდა. თქვა, რომ მე საერთაშორისო თანამეგობრობას ვერ ვუღალატებ რომ გადავდგეო, ვითომ სხვა მიზეზი არ ჰქონია. შენ რომ დაგირეკა, 5 წუთის შემდეგ მე დამირეკა იმან და მითხრა ფეხი არ მოიცვალო აქედანო. მოკლედ, ასეთი ანეკდოტური სიტუაცია იყო“, – ჰყვება ივანიშვილი.
„ნუ ურტყამთ კედელს თავს, არაფერი არ გამოვა. ჩემთვის სამწუხაროა მათი გატეხილი თავი და ფუჭად გადაყრილი გონება თუ ძალა და ენერგია“, – ამბობს ივანიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“.