ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პროტესტი ქაღალდის თვითმფრინავებით – “მონა”, “სირცხვილია”

პარლამენტის ეზოს  მიმართულებით აქციის მონაწილეებმა ქაღალდის თვითმფრინავები გაუშვეს წარწერებით: “სირცხვილია” და “მონა”.

“აქციის მონაწილეებმა ამჯერად ხელისუფლების მიმართ პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა. რატიანის შეფასებით, ქვეყნაში უკიდურესად კრიტიკული მდგომარეობაა.

“დღეს საზოგადოების ამომრჩეველთა უმრავლესობა ხედავს იმას, რასაც ვერ ხედავს უმრავლესობის რამდენიმე წევრი. რასაც ისინი აკეთებენ არის სირცხვილი.

ნიშანდობლივი იყო ამერიკელი კონგრესმენის სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ არის რუსეთი და ის უკეთესს პარლამენტს იმსახურებს. ბიძინა ივანიაშვილმა ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობაში ჩააგდო,” – განაცხადა სერგო რატიანმა.

იტვირთბა....