“ეს არის ბერლინის კედელი საქართველოს პარლამენტთან” – ასეთ კომენტარს აკეთებდნენ “მეტრონომთან” აქციის მონაწილეები, რომლებიც ამ დრომდე საქართველოს პარლამენტთან საგულდაგულოდ ჩადგმული კედლის წინ დგანან და სტვენით ხვდებიან კედელთან დამონტაჟებული პატარა კარში შემსვლელ თუ გამომსვლელ ჩინოსნებს.
“დასრულებულია ივანიშვილის ამბავი, ნახეთ რა დონემდე მივიდა, დეპუტატებსაც კი უჭირთ პარლამენტში შესვლა” – ხშირად გაიგონებთ ასეთ საუბრებს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან წამოჭიმულ ე.წ. “ბერლინის კედელთან”.
მთავარი კედელი იწყება პარლამენტის პირველ ასახვევთან, ჩიტაძის ქუჩის დასაწყისში, დანარჩენი კედლები კი პარლამენტის უკანა შესასვლელთანაა ჩადგმული. თითოეული კედელს იცავს პოლიციელთა კორდონი, ისევე როგორც მთაწმინდის მხრიდან ჩამოსასვლელს, სადაც ასევე დგას პოლიციელთა კორდონი. (იხილეთ “მეტრონომის” ფოტოები).
“მონა, მონა…” – უყვიროდნენ აქციის მონაწილეები ურემივით მოჭრიალე, კედელთან გაკეთებული პატარა კარიდან გამოსულ პერსონებს. (იხილეთ “მეტრონომის” ვიდეო).