მთავარი ციტატა

“არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება მნიშვნელოვანი არასტაბილურობა შექმნას საქართველოში”, – კატი პირი

“არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება, მნიშვნელოვანი არასტაბილურობა შექმნას ქვეყანაში და საქართველოს, უბრალოდ, არ შეუძლია, თავის თავს ამის უფლება მისცეს”, –  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კატი პირიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას დიალოგისკენ მოუწოდა, რათა შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნოს.

„თბილისში ფართომასშტაბიანი პროტესტი მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომ შეეცვალა საარჩევნო კოდექსი 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად.

ეს პირობა მიცემული იყო ქართველი ამომრჩევლისთვის და ჩვენ ველით, რომ საქართველოს ყველა პარტია შეასრულებს ამ მიცემულ დანაპირებს. მაშინ, როდესაც საქართელომ გამოაიარა ამდენად დიდი მანძილი დემოკრატიისკენ სავალ გზაზე უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება, მნიშვნელოვანი არასტაბილურობა შექმნას ქვეყანაში და საქართელოს, უბრალოდ, არ შეუძლია, თავის თავს ამის უფლება მისცეს.

ჩვენ ველით დიალოგის ინიცირებას ყველა პოლიტიკური პარტიისგან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, კატი პირიმ.

იტვირთბა....