მთავარი ციტატა

“საქართველოს მმართველ პარტიას შეეშინდა პროპორციული სისტემით არჩევნების წაგების”, – ანდრიუს კობილიუსი

ლიტველმა დეპუტატმა, ანდრიუს კობილიუსმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის დემოკრატიული მომავალისადმი კითხვები გააჩინა.

ანდრიუს კობილიუსის თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენები მათ შეშფოთებას იწვევს ქვეყნის დემოკრატიული მომავლისადმი.

“ერთი რამ აშკარაა, დემოკრატიის გარეშე, ინტეგრაცია არ იქნება. საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა პირობა, რომ დანერგავდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. აშკარაა, რომ მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ შეეშინდა, პროპორციული სისტემით არჩევნებს წააგებს, ან იმიტომ, რომ არჩევნების მოსაგებად ადმინისტრაციული ხრიკების გამოყენება სურს“, – აღნიშნავს ანდრიუს კობილიუსი.

ლიტველი დეპუტატის თქმითვე,  “გერმანულ მოდელს” უპირატესობა აქვს და ახლანდელ მოდელს საქართველოს მოსახლეობა აღარ ენდობა.

„ხალხი ძველ სისტემას აღარ ენდობა. ე.წ. გერმანული მოდელი შესაძლოა, საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს ამ პროცესის, რადგან ამგვარად საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებები არ დასჭირდება. ევროპარლამენტი საქართველოს უნდა დაეხმაროს, თუნდაც ხანდახან მწვავე კრიტიკით.“, – განაცხადა ანდრიუს კობილიუსმა.

 

იტვირთბა....