ახალი ამბები მთავარი

50 ყოფილი დეპუტატი პენსიის გაზრდას ითხოვს

50-მა ყოფილმა დეპუტატმა სახელმწიფოსგან დანიშნული პენსიის გაზრდის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.

მოსარჩელეთა განცხადებით, როგორც ყოფილი პარლამენტის წევრებს, 2005 წლის პირველი აპრილიდან დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია 750 ლარის ოდენობით. თუმცა, 2006 წლის პირველი იანვრიდან, სადავო ნორმების ამოქმედების შედეგად, დანიშნული კომპენსაცია 190 ლარით შუმცირდათ და ახლა პენსიის სახით 560 ლარს იღებენ. მათი თქმით, სადავო ნორმები, რომლებზე დაყდნობითაც შემცირდა მათთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა, ამ თვალსაზრისით, არღვევს საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).

მოსარჩელეებს შორის არიან ნესტან კირთაძე, ლევან მესხი და სხვები.

იტვირთბა....