გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-იs ინფორმაციით, გერმანიის ზაქსენის მიწიდან თავშესაფრის ქართველი მაძიებლები გამოაძევეს.
როგორც გამოცემა წერს, სამშაბათს, 26 ნოემბერს გერმანიაში, კერძოდ, ზაქსენის მიწიდან მორიგი დეპორტაცია განხორციელდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ საქართველოს 41 მოქალაქე გამოაძევეს. 34 მათგანი თავშესაფრის მაძიებელი იყო.