ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძარს არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სოფელ გრემში ყვარლის მერის წარმომადგენელზე, დავით ბერიკაშვილზე დაყრდნოთ იტყობინება, რომ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შემდეგაც მოხდა აფეთქება და ხანძარი გაჩნდა.

ბერიკაშვილის განცხადებით, სახანძრო სამსახური შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა – მეხანძრეების მისვლამდე ხანძრის ჩაქრობას ადგილობრივები ცდილობდნენ, მაგრამ 12 წლის ბიჭმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

 

იტვირთბა....