„ხვალ პლენარული სხდომა ჩატარდება, როგორც ამას რეგლამენტი და კანონმდებლობა ითვალისწინებს… ამ აქციებმა არასერიოზული სახე მიიღო. სახელმწიფოს რეაგირება იქნება პროპორციული, როგორც წინა შემთხვევაში, როცა ოპოზიცია ცდილობდა, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის ხელი შეეშალა. ოპოზიციას ვთხოვდი, ასეთი მოქმედებებისგან თავი შეიკავონ. სხდომაზე მოვიდნენ და სჯობს, პოლიტიკური დებატები გავმართოთ”
გიორგი კახიანი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია დღეს პარლამენტის წინ აქციის გამართვას გეგმავს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ისინი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებასაც აპირებენ.