საქართველოს ყოფილი მთავრობის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მიხეილ ჯიბუტი სოციალურ ქსელში, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების ჩამონათვალში საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდით 44 00 დასახელებულია „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“-„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ ტექსტში მოცემულია ბრჭყალების გარეშე, ე.ი. საქართველოს მთავრობა ცნობს რეალურად „სამხრეთ ოსეთის“ არსებობას და უფრო მეტიც, ცნობს არა ზოგადად, აბსტრაქტულად, არამედ მის „ადმინისტრაციასთან“ აქვს ოფიციალური, მატერიალური, ხელშესახები საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობა.
“გიორგი გახარიას მთავრობაც აღიარებს „სამხრეთ ოსეთს“?! დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია!
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რომელიც ამ უკანასკნელმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნებების ჩამონათვალში საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდით 44 00 დასახელებულია „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“-
„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ ტექსტში მოცემულია ბრჭყალების გარეშე, ე.ი. საქართველოს მთავრობა ცნობს რეალურად „სამხრეთ ოსეთის“ არსებობას და უფრო მეტიც, ცნობს არა ზოგადად, აბსტრაქტულად, არამედ მის „ადმინისტრაციასთან“ აქვს ოფიციალური, მატერიალური, ხელშესახები საფინანსო -საბიუჯეტო ურთიერთობა.
ეს საკითხი პრობლემურია მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულების -„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“ -გამოცემის დღიდან.
აქ პირველად იქნა ოფიციალურად გახსენებული ე.წ . „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, მას შემდეგ რაც, 1990 წლის 11 დეკემბერს ზვიად გამსახურდიას ხელმოწერით გამოცემულ იქნა საქართველოს კანონი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“.
სხვათა შორის,“ ბორდელიზაციის“, ანუ ოკუპაციის საზღვრების გავლებისას ე.წ . „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ საზღვრებს იშველიებენ.
სინამდვილეში არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთი, ესაა „ ქართლის, მთიულეთის, რაჭისა და იმერეთის დაპყრობილი ტერიტორიები“!
„ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა“ შეიძლება შეთავსებული იქნას „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებასთან?
სახელმწიფო ბიუჯეტიდან „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაზე“ უკვე დახარჯულია 83 მილიონ ლარზე მეტი და 2020 წელს იგეგმება 2 460 000 ლარის დახარჯვა!
რეკომენდაცია ხელისუფლებას- გააუქმოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 44 კოდით განსაზღვრული ჩანაწერი , ამასთან , საქართველოს პრეზიდენტმა გააუქმოს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის №296 ბრძანებულება.
ხელისუფლების მიერ ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში ,ის წარმოადგენს ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის სარეკომენდაციო თემას!
P.S. „ფბ“-საზოგადოების მოთხოვნაა მაქსიმალურად მოკლე პოსტი. მე მარტო დღეისათვის, არამედ ხვალისთვისაც ვწერ, თანაც ისეთ საკითხებზე ,სადაც კონტექსტი და მტკიცებულებებია საჭირო. მათ მნიშვნელობა აქვს საკითხისადმი პროფესიული დაინტერესებული პირებისათვის. ამიტომ გადავწყვიტე, გავაკეთებ მასალას ორ ვარიანტად -მოკლე ამბავისა და სრული თხრობის სახით”. – წერს ჯიბუტი სოციალურ ქსელში.