ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თალაკვაძე პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს ასახელებს

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატურები დაასახელა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. მდინარაძე ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტსაც შეითავსებს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილია გია ვოლსკის კანდიდატურა. ვიცე-სპიკერების პოსტს დაიკავებენ, ასევე, გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.

ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს – ირაკლი ბერაია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს – ნინო წილოსანი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს – გენადი მარგველაშვილი, ხოლო საპროცედურო საკითხთა კომიტეტს – გურამ მაჭარაშვილი.

 

იტვირთბა....