ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გემის გადაბრუნებისას შავ ზღვაში 14 ათასი ცხვარი დაიხრჩო

შავ ზღვაში, რუმინეთის სახელმწიფო აკვატორიაში, სატვირთო გემ Queen Hind-ს 14 ათასი სული ცხვარი საუდის არაბეთში გადაჰყავდა, რა დროსაც ამოტრიალდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გემზე მყოფი 22 ადამიანიდან ყველა გადარჩა.

სასწრაფოდ დაიწყეს შესაბამისი ოპერაცია ცხვრების გადასარჩენად. ადგილზე მობილიზებული იყო რუმინეთიდან სპეციალური ჯგუფი სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად. ბოლო ინფორმაციით, ჯერჯერობით რამდენიმე ათეული ცხვრის გადარჩენა მოხერხდა.

ჯერჯერობით,  გემის გადაბრუნების მიზეზი ცნობილი არაა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, გამოძიება სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.

 

იტვირთბა....