ვრცელდება ე.წ. “კანონიერი ქურდების”, ასტიკას და ჰასიკის ჩაცხრილვის კადრები სოხუმის ცენტრში, რესტორანში.
როგორც გაირკვა, ე.წ. კანონიერი ქურდი, გუდაუთელი ასტამურ შამბა, იგივე „ასტიკა“ თავის მეგობარ, გუდაუთელ ასევე „კანონიერ ქურდთან“ ალხას ავიძბასთან („ჰასიკი“) ერთად, რესტორან სან-რემოსთან მაშინ ჩაცხრილეს, როცა ისინი ვერანდაზე სადილობდნენ. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაიჭრა და უმძიმეს მდგომარეობაშია მიმტანი გოგო, რომელიც სროლის დროს ე.წ. “კანონიერ ქურდებს” ემსახურებოდა.