“ევროპული საქართვეოს” პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი კობა ზაქარეიშვილი და მძღოლი ბესო შავაძე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.
ირმა ნადირაშვილისა და ოთო კახიძის თქმით, სატვირთო ავტომობილით დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეების გასათბობად გამზადებული შეშა და აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკა გადაჰქონდათ და ამ დროს მოხდა მათი წევრების დაკავება. რაც შეეხება დაკავების მიზეზებს, ის პარტიის წევრებისთვის უცნობია.
ამ საკითხთან დაკავშორებით კომენტარს აკეთებს ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე.
“პოლიციამ შეშა მოგვპარა” – წერს მშვილდაძე სოციალურ ქსელში.
შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებულია ორი პირი. მათშორის ერთი მძღოლი. მანქანა გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე.