2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება „დილატაციური კარდიომიოპათია“ დაუდგინდა. მედიკოსების თქმით, საჭიროა ჩატარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.
როგორც ანიტას დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ჯგუფში გვატყობინებენ, ანიტასთვის საქართველოდან უკვე 257 000 ევრო შეგროვდა. ანიტას ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ანიტას დასახმარებლად თანხა გაიღო.
პატარა ანიტა, ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი, დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. სანამ თანხის გადარიცხვა არ მოხდება, არაფერს უკეთებენ. უსახსრობის გამო, ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება.
ჩვენ შეგახსენებთ ანგარიშს, სადაც შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანიტასთვის თანხა:
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:
GE28BG0000000100761966
მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)
TBC ანგარიში:
GE38TB7855945064300017
გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:
პ/ნ 60001030692