“პლებისციტიც გადაიფიქრეს. წუხელ ჯერ კიდევ ფიქრობდნენ, ანუ ასე არეულ-დარეული პოლიტიკური ამინდი გვექნება 2020-ის არჩევნებამდე. ქუჩა, პიკეტი, აქცია ,ბლოკირება, სპეცრაზმი… ქუჩა, პიკეტი , აქცია, ბლოკირება, სპეცრაზმი…- ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ”
ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების” ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება რეალური შანსი”, – განაცხადა კალაძემ.