„რატომ ვაშინებთ ხალხს და რატომ ვეუბნებით, რომ არის შანსი, „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. მე ამის შანსს ვერ ვხედავ, თუ საქართველოს მოსახლეობა არ გაგიჟდა, არ გადადგა ჭკუიდან და 55-მა პროცენტმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცა ხმა. თუ ახლა გაგიჟდა საქართველოს მოსახლეობის 55 პროცენტი, მაშინ დანარჩენმა 45-მა ვიფიქროთ ან თავს რა ვუშველოთ და ან ქვეყანას. ჯერ ერთი, რატომ უნდა ვენდოთ გამარჯვებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, ასეთი რომც მოხდეს. აქ არანაირი გარანტიები არ იმუშავებს, გარანტია იქნება ერთადერთი ის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რაც გამორიცხავს ნებისმიერი პარტიის ერთმმართველობას, მათ შორის „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“, „ერთიანი საქართველოსი“ და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის“.
ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი