მთავარი ციტატა

“წეროს ახლა ლექსები, რამდენიც უნდა, კომოს ტბაში არცურაობის შესახებ” – ბუღაძე თალაკვაძეზე

“ამ ადამიანებს არ აქვთ იდეალები. მათთვის მთავარია, კარგად და კომფორტულად იყვნენ. თუნდაც კომოს ფაქტი – მოიჭრა თავი ამ ახალგაზრდა ბიჭმა. ამდენი ტყუილი. რა რჩება, წეროს ახლა ლექსები, რამდენიც უნდა, კომოს ტბაში არცურაობის შესახებ. ივანიშვილს არ აქვს პრობლემა ტყუილებთან დაკავშირებით, ოღონდ თავი გადაირჩინოს, რადგან შეშინებული კაცია არა ჩვენ გამო, არამედ ჩრდილოეთის გამო. მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცს რა ემართება, რამდენი წლისაა? 33 თუ 35 წლის. ამისგან ხომ თავს ვერ დააღწევ?! არ შეიძლება ასე. მართლა დგას დღეს ყროლი საქართველოში”.

გია ბუღაძე, მხატვარი, გადაცემა “გიორგი თარგამაძის ფორმულა”

იტვირთბა....