ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილ პროკურორს ბრალი წარედგინა” – რობაქიძის მამა

როგორც ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე აცხადებს, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს ბრალი წაუყენეს. სოსო რობაქიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბრალდებული ალაპარაკდეს და თქვას სიმართლე.

“კიდევ ერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი. ეს არის დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პროკურორი ირაკლი წერეთელი. იმედი მაქვს, ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან. მსგავსი შანსი ჰქონდა ზურაბ მიქაძესაც. ვინც კი სიმართლე თქვა და აღიარა, ითანამშრომლა პროკურატურასთან, თუნდაც ზურა ბაქრაძე, მე ყველა შევინდე“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, იმავე საქმეზე ბრალი წარუდინეს ასევე ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს.

მათ მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 8 წლამდე.

იტვირთბა....