ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბიძინა ივანიშვილი, როგორც სამების მშენებლობის შემომწირველი

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, სამების საკათედრო  ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღავლინა.

პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა ადამიანები, რომლებმაც სამების ტაძრის მშენებლობაში წვლილი შეიტანეს.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც.

მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა ამის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა, დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი ბიძინა ივანიშვილი, ანდრია ანდრიაძე, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც შესრულდა 90 წლისა.

წყალობა ღვთისა არ მოგიშალოთ მამა ზეციერმა. ჩვენთან არს ღმერთი”, – ბრძანა პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ.

 

იტვირთბა....