“კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ.
გიორგობას გილოცავთ”
თორნიკე მამალაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, ბოლო სინოდზე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სინოდს ეშუამავლა პრეზიდენტთან დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.