სოხუმის ცენტრში, ნიღბიანმა და შეიარაღებულმა ადამიანებმა რესტორან “სანრემოსთან” ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება apsny today ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული რესტორანი ე.წ. სამთავრობო შენობასთან ახლოსაა. ადგილზე მივიდა მილიცია, თუმცა ნიღბიანებმა გაუჩინარება მოასწრეს.
არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელთა ვინაობა, ისევე როგორც ცეცხლის გახსნის მიზეზი.