აქტივისტებმა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართეს – დააბოქლომე! როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და პროტესტანტებს შორის, რადგან პოლიციამ ბოქლომის მოპარვა რამდენჯერმე სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ლაშა ადამია ავრცელებს.