მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი დღეს, 23 ნოემბერს, წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წირვას 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერს და 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს.