ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “ბოქლომების დადება უნდოდათ, არავის მივცემთ უფლებას, ქალაქში არეულობა შემოიტანოს”

მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე დღეს, მერიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ ჩაწერა.

ვახტანგაძის თქმით, ის არ დაუშვებს “ბოქლომების აქციამ” ბათუმში გადმოინაცვლოს და ამისათვის ის ყველაფერს გააკეთებს.

“ბოქლომების დადება უნდოდათ… ერთი რამე მინდა გათხრათ რა, არავის არ მივცემთ იმის საშუალებას და იმის უფლებას, რომ ქალაქში არეულობა შემოიტანოს და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ მაგის გულისთვის” – აცხადებს ვახტანგაძე.

ვიდეო: აჭარის ტელევიზია