შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, სასამართლო სხდომაზე მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა. წინა სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.
ოქრუაშვილსა და ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. მათ ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.