ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრი, ოთარ ბექაური დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოძრაობის წევრები ავრცელებენ. მომხდარზე თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებს შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელია.