მოძრაობა “გაბედეს” ორგანიზატორებმა ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათი დაკავება დაიწყეს. როგორც ცნობილია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი სამართალდმაცავებმა დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ მათ უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე ბოქლომის დადება უნდოდათ, რასაც შელაპარაკება და მათი მოძრაობის წევრის დაკავება მოყვა.