ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მაგინა და მცემა” – “ნაცმოძრაობის” წევრი დეპუტატს ადანაშაულებს

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯელალ ქიქავა აცხადებს, დეპუტატ მუხრან ვახტანგაძემ იგი სცემა.

„მერიაში შევდიოდი ჩემს საქმეზე, მოვარდა მუხრან ვახტანგაძე და მითხრა, რა გინდა შენ აქ, რატომ მოხვედიო… მაგინა და მცემა, მერე ისევ ის ბიჭები დამესივნენ, რომლებთანაც კონფლიქტი ადრე მქონდა,“- აცხადებს ქიქავა.

ქიქავა ამბობს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

 

იტვირთბა....