მთავარი ციტატა

“ოზურგეთში ნაციონალურ მოძრაობას საჩუქრად დაჟანგული, ძველი ბოქლომი გადასცეს” – თალაკვაძე

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ რამდენიმე მხარდამჭერი მივიდა მაჟორიტარული ბიუროს ოფისში, სადაც იმართებოდა მოქალაქეების მიღება. მათ სცადეს თავისი ბოქლომის დადება. როგორც ხედავთ ბოქლომის იქით ვერ მიდის კონკრეტული პოლიტიკური ძალის აზროვნება და მათი პოლიტიკური ხედვა, რაც სამწუხაროა.საზოგადოება ძალიან სწრაფად შეიკრიბა ადგილზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ საჩუქრად გადასცეს დაჟანგული, ძველი ბოქლომი და ასევე, შეახსენეს ის პერიოდი, როდესაც მათ ბოქლომი ჰქონდათ დადებული ადამიანის უფლებებზე, საკუთრებასა და მედიაზე“

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

ოზურგეთში,  დღეს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. მათ შენობის კარზე ბოქლომის დადება სცადეს.

 

იტვირთბა....