ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.