ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვიად კუპრავა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ დღეს დატოვა.

როგორც ცნობილია, ის სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე იყო დაკავებული.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კუპრავას თავისუფლების 9 თვის ვადით აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობდა.

იტვირთბა....