ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში, ერთ-ერთი სკოლის შენობის ქვეშ სამართალდამცველებმა 145 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც BBC იუწყება, აღნიშნული ტერიტორია მე-20 საუკუნის შუა პერიოდში სასაფლაო იყო. ქალაქის ისტორიული წყაროების მიხედვით, გასულ საუკუნეში აღნიშნულ სასაფლაოზე 250-ზე მეტი ადამიანი დამარხეს. მათი დიდი ნაწილი აფროამერიკელი იყო.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ 1942 წელს ტერიტორია კერძო კომპანიას მიჰყიდა. 1960 წელს კი, იქ სკოლა აშენდა.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ცხედრებს სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მას შემდეგ მიაგნეს, რაც ტერიტორიაზე სასაფლაოს არსებობის შესახებ ცნობა გავრცელდა.
სკოლის ხელმძღვანელობამ, სამარხის აღმოჩენის შემდეგ, შენობის დაცარიელება გადაწყვიტა.