გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
არაოფიციალური ინფორმაციით, ეს არის ბუნებრივი სიკვდილის შემთხვევა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებას ფაქტისთვის ჯერჯერობით კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.