ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) აქტივისტებმა წულუკიანის ფოტოები საჯაროდ დახიეს და ურნაში ჩაყარეს

აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ნაგვის ურნები მიიტანეს.

მათ ადგილზე ასევე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის პლაკატები, სახელწოდებით – “ივანიშვილი გადამგდებია, შემოულაწუნე”.

ამასთან, აქტივისტებმა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ფოტოები დახიეს და ურნაში ჩაყარეს. წულუკიანმა დღეს მაჟორიტარულ სისტემაზე დარჩენას კარგი ფაქტი უწოდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.

ადგილზე სამართლადამცველები არიან მობილიზებული.

მანამდე აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის ღობეზე ბოქლომი დატოვეს.

იტვირთბა....