ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ აზრს გამოთქვამს, თუ რა მოუტარა პროპორციული სისტემის ჩაგდებამ ქვეყანას. მისი თქმით, თუ “ოცნება” ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის პროცესში დაკარგავს დასავლეთს, როგორც პარტნიორს, საკუთარ თავს და ნაწილობრივ ქვეყანასაც მოაქცევს საერთაშორისო იზოლაციაში.
“რა მიიღო ხელისუფლებამ პროპორციულის ჩაგდების შედეგად: 1 – ჩამოინგრია საკუთარი იმიჯი დიპლომატების თვალში და დასავლეთის დედაქალაქებში; 2 – მიიღო არნახულად აგრესიული საერთაშორისო მედია; 3 – გააერთიანა ოპოზიცია და ჩამორეცხა მას აგრესიულის იმიჯი იგივე დასავლეთის თვალში ანუ მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის თემით ის საკუთარი ქმედებების გამართლებას ვეღარ შეძლებს; 4 – თუ “ოცნება” ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლის პროცესში დაკარგავს დასავლეთს, როგორც პარტნიორს, საკუთრ თავს და ნაწილობრივ ქვეყანასაც მოაქცევს საერთაშორისო იზოლაციაში, რაც მის მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს და უკანმოუხედავად მოექცევა რუსეთის მხრიდან მანიპულირების ტყვეობაში. ეს არის დღევანდელი მოცემულობა!” – აცხადებს ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ჩააგდო თავისივე დაპირებული და ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა შემოღებულიყო.