უცნაური ფაქტი მოხდა ესტონეთში. სახელმწიფო უწყებებში გაითიშა ინტერნეტი. ტექნიკურმა პერსონალმა გამოიკვლია, რომ ამაში დამნაშავეები არიან ვირთხები, რომლებმაც ტალინში, შეაღწიეს შენობის იმ ნაწილში, სადაც ინტერნეტის კაბელები გადიოდა და ისინი გადაღრღნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Postimees ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების საინფორმაციო სივრცე პარალიზებული იყო. განსაკუთრებით დაზარალდნენ ჯანდაცვის უწყების მესვეურები, რომლებმაც პაციენტებისთვის ინტერნეტის მეშვეობით მედიკამენტების გამოწერა ვერ შეძლეს.