ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნაცმოძრაობას რამდენიც უნდა, იმდენი აქცია გამართოს, მე სხდომათა დარბაზში დავაფიქსირებ რასაც ვფიქრობ” – ლევან გოგიჩაიშვილი

სამთავრობო უწყებების პიკეტირების საკითხს და განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება.

მისი თქმით “ქართულ ოცნება” პოლარიზაციას ცდილობს და “ნაციონალური მოძრაობა” სჭირდება. ეს არის ერთი დიდი მახინჯი ჯოხის ორი ბოლო, ამ რეალობაში ქვეყნის დატოვება არის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის დამთავრება – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

“გაერთიანებულ “ნაციონალურ მოძრაობას” რამდენიც უნდა, იმდენი აქცია გამართოს, მაგრამ მსურს, სხდომათა დარბაზში შევიდე და ის დავაფიქსირო, რასაც ვფიქრობ. ეს არის ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური ხელოვნური ველი, რაც “ქართულ ოცნებას” აწყობს, რომ ერთი-ერთზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” დარჩეს და ეს ქვეყანა არ განვითარდეს. ოპოზიციას შეუძლია, თავისი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ პარლამენტის სხდომას ჩაშლიან, ეს ჩემთვის მისაღები ფორმა არ არის. ამ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” არშესაშვები დეპუტატები თუ არიან, ეს მათი პრობლემაა, ვინც “ნაციონალური მოძრაობა” გაათავხედა. “ქართულ ოცნებას” პარლმენტის ტრიბუნიდან უნდა ვუთხრათ, ვინ არიან, რა არიან, როგორები არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და არა ის, ერთმანეთში როდის გაიყოფიან, როდის დაიშლებიან, როდის დადგებიან. თავისი პოზიცია გამოხატონ, მაგრამ ადამიანებს ხელს ნუ შეუშლიან შენობაში შესვლაში. თუ რამის თავი აქვთ, სხვა ფორმით გააპროტესტონ. მოწინააღმდეგე დეპუტატებს აქვთ ბიუროები, შეაწუხონ. არ შეიძლება, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად თავისუფლებისთვის ვიბრძოლო, მათთან ვერასოდეს დავდგები. ვინც დადგება, ეს მისი პრობლემაა. “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ანომალია”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

იტვირთბა....