მთავარი ციტატა

“იმაზე მეტი ფული მაქვს, ვიდრე მჭირდება, ეს პრინციპის საქმეა…” – ივანიშვილი

“ჩემთან 3 ადამიანი მოდიოდა და ანგარიშის ყალბი ბალანსი მოჰქონდათ. ამას ერთი ადამიანი ვერ გააკეთებდა. როდესაც Credit Suisse-ში მოვედი, მეგონა, რომ ჩემი ქონება უსაფრთხოდ იქნებოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რეპუტაციის ბანკში მსგავსი რამ მოხდებოდა. იმაზე მეტი ფული მაქვს, ვიდრე მჭირდება, ეს ჩემთვის პრინციპის საქმეა“

ბიძინა ივანიშვილი, ბიზნესმენი

Bloomberg

შეგახსენებთ, საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის პირად ბანკირს, საფრანგეთის მოქალაქე პატრიკ ლესკოდრონს, რომლის მიმართაც, შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ში განხორციელებული ოპერაციების გამო, თაღლითობის მუხლით საქმე აღიძრა. ჟენევის სასამართლომ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ ივანიშვილს, მისმა პირადმა ბანკირმა 144 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა და უკანონოდ 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

იტვირთბა....