“ვერ წავლენ -ძალა არის ხალხთან. ეკლესია იქნება იქ, სადაც სამშობლოს სჭირდება – გინდა ხელისუფლებას, გინდა ოპოზიციას, გინდახალხს. მთავარია ხალხი”
ასე უპასუხა ბოდბელმა ეპისკოპოსმა “მთავარი არხის” შეკითხვას, შექმნილ ვითარებაში წავა თუ არა ხელისუფლება ნებისმიერ ნაბიჯზე.
შეგახსენებთ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მას შემდეგ რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება პატრიარქის გადაყენების მცდელობაში ამხილა, ის სინოდის სხდომაზე ილია მეორის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადააყენეს.