ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან (კანცელარიასთან) ახალგაზრდები და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მისულები და შენობისთვის ბოქლომების დადებას აპირებენ.
როგორც ცნობილია კანცელარიის შენობაში მინისტრები არიან შესულები და მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.
“ბოქლომი მათ გარედან!!!. მათ ხალხთან კონტაქტი გაწყვიტეს და ყველა შენობა დააბოქლომეს. ეს ბოქლომები გაიხსნება მაშინ როცა ხალხს ექნება ძალაუფლება. მოძალადე დღეს არის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი” – განაცხადა კანცელარიასთან მისულმა გიორგი ვაშაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ 18 ნოემბერს დაკავებულებს ადმინისტრაციული წესით 13 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს, პროტესტი მაინც გრძელდება.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
“პროტესტი გაგრძელდება და გხდება უფრო მასშტაბური. დავამთავრებთ ყელა იმ სისტემას სადაც ზიან ამ ქვეყნის მავნებელი ადამიანები. ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან. არის მხოლოდ ერთადერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი და ისა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროც, მოსამართლეც და მთავრობაც. მთავრობას საქმე არ აქვთ, არაფერს არ აკეთებენ და ამიტომ დავაბოქლომებთ” – ზაალ უდუმაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.