ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეუთო-ს გენერალური მდივანი – იმედია დაკავებული ქართველი ექიმი მალე დაუბრუნდება თავის საყვარელ ადამიანებს

“იმედია დაკავებული ქართველი ექიმი [ვაჟა გაფრინდაშვილი] მალე დაუბრუნდება თავის საყვარელ ადამიანებს”, – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს.

მისივე თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული მიდგომა.

“იმედია დაკავებული ქართველი ექიმი მალე დაუბრუნდება თავის საყვარელ ადამიანებს, ჰუმანიტარული მიდგომა დაკავების ყველა საქმეში მნიშვნელოვანია”.- წერს გრემინგერი.

შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავა და ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არსებული ინფორმაციით, ექიმი დაშვებული ქალის დასახმარებლად იყო გადასული ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

იტვირთბა....