გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს, კერძოდ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს.