“პროტესტი სხვაა და რევოლუცია სხვა არის, დღეს სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას.მე პროტესტს შევუერთდი, მაგარმ პირდაპირ გეტყვით, ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს. ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის შიდა მოლაპარაკებები, რაც არსებობდა, რომ ეს ყოფილიყო საერთო პროტესტი, პრაქტიკულად დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა ამ კონტექსტიდან ამოხტომა და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა. ეს უკვე არ იყო საერთო ოპოზიციური პროტესტი, ეს იყო მათი პროტესტი”
დავით ჭიჭინაძე – დეპუტატი
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. პარლამენტის შენობის პიკეტირების შემდეგ, გუშინ, 18 ნოემბერს აქციის მინაწილეები სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა დაშალეს.