ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტის რეზიდენციისთვის დახარჯული 1 199 558 ლარიდან, ყველაზე ძვირადღირებული რუსეთის საიმპერატოროში დამზადებული ჭაღია

თანამედროვე ავეჯი, სანათი საშუალებები, ფარდები, ჭაღები და მაგიდები  – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის 1 199 558 ლარი დახარჯა.

საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის დახარჯული სახელმწიფო რესურსის შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.

მათი ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან, სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსგან, საქართველოს ეროვნული მუზეუმისგან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსგან გამოითხოვეს.

 

  • საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი;
  • სულ გაიხარჯა 2 174 783 ლარი, საიდანაც 1 199 558 ლარი მოხმარდა ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას, 255 000 ლარი მათ რესტავრაციას, ხოლო 720 225 ლარი – თანამედროვე ავეჯის, სანათი საშუალებების და ფარდების შესყიდვას;
  • ოქმების მიხედვით, ეროვნული მუზეუმის სამუშაო ჯგუფმა ორ დღეში ადგილზე შეისწავლა 58 ანტიკვარული ნივთი და მათი ვიზუალური დათვალირებით განსაზღვრა მათი შესყიდვის მიზანშეწონილობა;
  • კომისიის თანხმობით სულ შესყიდულია 47 ოქმის მიხედვით შეფასებული ანტიკვარული ნივთები, მათ შორის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;
  • ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირად ღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი;
    ოთხ ანტიკვარულ ჭაღში – ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა;
  • შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის, ვხდებით სხვადასხვა ძვირადღირებულ ინტერიერის აქსესუარებს. მაგალითად, 8 500 აშშ დოლარად შესყიდულია შვიდი ირანული ფერწერული ტილო, 4 310 აშშ დოლარად – ირანული მამლის ფიგურების წყვილი, 3 წყვილი შანდალი – თითოეულის ფასი 3000 დან 8000 აშშ დოლარამდე, 3 ბუხრის საათი – თითოეულის ფასი 7000 დან 18 000 აშშ დოლარამდე, შუა აზიური ორი ხალიჩა – თითოეულის საწყისი ფასი 5000 დან 7000 აშშ დოლარამდე და სხვა;
  • შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის. 25 ერთეულზე მითითებულია ევროპული წარმომავლობა, 11 ერთეული – ფრანგული, 6 ერთეული – რუსული, 3 ერთეული ირანული, ხოლო 2 ერთეული – შუა აზიური;

პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის ანტიკვარული ნივთების გარდა, ტენდერის გარეშე დამატებით შესყიდულია 111 ერთეული სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ავეჯი (1 ბიბლიოთეკის კედელი, 2 ტახტი, 13 მაგიდა, 60 სკამი/სავარძელი, 22 კონსოლი, 5 ტუმბო/დესაო, 8 პედესტალი);
შესყიდული 17 თანამედროვე ჭაღიდან თითოეულის ფასი 1900-დან 6 000 ლარამდე მერყეობს, 38 ტორშერიდან თითოეულის ფასი – 300-დან 4 000 ლარამდე, 49 ბრიდან – თითოეულის ფასი – 700- დან 2700 ლარამდე, 9 მაგიდის ლამპიდან – თითოეულის ფასი 1100-დან 1 500 ლარამდე, 7 ნათურა – თითოეულის ფასი 41,9 ევრო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....