ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილი პუტინს ბაძავს” – გამოცემა WASHINGTON EXAMINER საქართველოზე სტატიას აქვეყნებს

“თბილისში, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, თავის პარტია “ქართულ ოცნებასთან” ერთად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბაძავს” – ასე იწყებს თავის სტატიას უცხოური გამოცემა Washington examiner.

გამოცემა აღწერს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს, თუ როგორ მოატყუა საზოგადოება ოლიგარქმა, თავდაპირველად დაჰპირდა მათ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას და შემდგომში პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო.

“ივანიშვილმა, ამჯერად, ახალი საზღვარი გადაკვეთა” – წერს გამოცემა, რომელიც ხაზს უსვამს ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ.

გამოცემის ინფორმაციით, ჩუგოშვილი და სხვა პოლიტიკოსები, რომლებმაც მასთან ერთად დატოვეს უმრავლესობა, იძულებულები გახდნენ სიმართლისთვის ჩაეხედათ თვალებში და მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

 

იტვირთბა....