ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქციის დაშლის დროს დაკავებული 37 ადამიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება 37 პირის სასამართლო პროცესი, რომლებიც პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. პარალელურად, გაიმართება საპროტესტო აქცია.

სასამართლო დღევანდელ პროცესზე მათ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებს. დაკავებულებს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.

ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ზურა ჯაფარიძე. ხოლო პატიმრობაში რჩება საპროტესტო აქცვიის ორგანიზატორები – ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და ადვოკატი ბექა ბასილაია.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტი მოახდინა და ქართული ოცნების დეპუტატები შენობაში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

იტვირთბა....