ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

IRI: ინსტიტუტების რეიტინგში 86%-ით არმია ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში  86%-ით არმია ლიდერობს, მეორე ადგილს – 85%-ით ეკლესია იკავებს, მესამეზე კი, ქართული მედიაა – 72%-ით.

შემდეგიადგილები ასე გადანაწილდა: პოლიცია – 59%; საჯარო განათლება – 51%; ადგილობრივი ხელისუფლება – 46%; მთავრობა – 37%; ცენტრალური საარჩევნო კომისია – 36%; პრემიერ მინისტრის ოფისი – 34%; პოლიტიკური პარტიები – 28%; გუბერნატორები – 27%; პროკურატურა – 27%; ეროვნული ბანკი – 27%; პრეზიდენტის ოფისი – 27%; სასამართლო – 27%; პროფკავშირები – 27%.

IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან.

იტვირთბა....